ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, იტალიის მთავრობის ხელმძღვანელთან საუბრისას უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხი განიხილეს.
„მადლობა გადავუხადე ჯორჯია მელონის სოლიდარობისთვის და უკრაინის ყოვლისმომცველი მხარდაჭერისთვის. ქალბატონმა მელონიმ ისაუბრა უკრაინის ცის დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფის საკითხის განხილვის შესახებ. ჩვენ განვიხილეთ მშვიდობის ფორმულა“, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.
Висловив @GiorgiaMeloni подяку за солідарність і всебічну підтримку України. Привітав виділення 🇮🇹 урядом додаткових €10 млн допомоги. Пані Мелоні повідомила про розгляд питання надання систем ППО для захисту 🇺🇦 неба. Обговорили #ФормулаМиру
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) December 27, 2022