სერგეი ლავროვი დასავლეთს ბირთვულ საკითხებში მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთმა ბირთვულ საკითხებში თავშეკავება უნდა გამოიჩინოს.

„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ დასავლეთს, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ უკიდურესად სენსიტიურ სფეროში. ბირთვული რისკების მინიმიზაციის მიზნით, პრაქტიკაში მნიშვნელოვანია დარჩეს ბირთვული ომის დაუშვებლობის პოსტულატის ერთგული, რომელიც დადასტურებულია ბირთვული ქვეყნების  „ხუთეულის“ მიერ 2022 წლის 3 იანვრის ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტში ჩამოყალიბებული ლოგიკის შესაბამისად, ატომურ ძალებს შორის ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირება თავიდან უნდა იქნეს აცილებული, რადგან ეს უამრავ კატასტროფას გამოიწვევს“, – აღნიშნა ლავროვმა საინფორმაციო სააგენტო TASS-თან ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები