აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები G7-თან და სხვა პარტნიორებთან ერთად უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად დაუღალავად იმუშავებს.
„ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. უკრაინელებს წინ მძიმე ზამთარი ელით და ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ G7-თან და სხვა პარტნიორებთან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთების, შეცვლისა და დაცვის მიზნით“, – წერს ბლინკენი Twitter-ზე.
We will stand with Ukraine for as long as it takes. A tough winter lies ahead for Ukrainians, and we will work tirelessly with the G7 and other partners to repair, replace, and defend Ukraine’s energy infrastructure. https://t.co/bdWMW31ux8
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) December 27, 2022