რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი საკუთარ დანაშაულებს კი არ ინანიებს, პირიქით, მას რომ მიეცეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებს ჩაიდენს

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მას [სააკაშვილს] რომ მიეცეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებს ჩაიდენს. ამის მერე,რჩება თუ არა სივრცე შეწყალება-არ შეწყალებაზე საუბრის, ამაზე ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი დანაშულს არ ინანიებს.

„რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც მიჩვეულია უტიფრობას და უტიფარ განცხადებებს, რასაც თავად აშავებენ იმას მერე სხვას ედავებიან, დღეს ისეთი აღქმის შექმნა უნდოდათ, რომ აი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აბულინგებენ პრეზიდენტს, რომ სააკაშვილი არ შეიწყალოს. თავი დავანებოთ ნიკა გვარამიას სააკაშვილის და სხვების განცხადებებს სალომე ზურაბიშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს მათთვის მორალურად იყო მიუღებელი. ეს პირველი მაგალითი არ არის, როცა თვითონ აკეთებენ რაღაცას – აბულინგებენ თვითონ და მერე სხვას აბრალებენ. ასე იყო 2008 წლის ომი შეფასებების დროს. მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო აბსოლუტურად ყველა სასამართლო პროცესის მოგება საერთაშორისო დონეზე და ისინი რეზოლუციაში წერდნენ, რომ საქართველომ დაიწყო ომიო, ჩვენ გვაბრალებდნენ ამას, თითქოს ჩვენ ვამბობდით. ახლა სააკაშვილის შეწყალება-არშეწყალების თემასთან დაკავშირებით აკეთებენ იმავეს. მნიშვნელოვანია, რომ კანონის უზენაესობა იყოს უზრუნველყოფილი. სააკაშვილი არის დამნაშავე, რომელიც საკუთარ დანაშაულებს არ ინანიებს, პირიქით – გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მას რომ მიეცეს შესაძლებლობა, კიდევ უფრო მძიმე დანაშაულებს ჩაიდენს. დღეს თუ რამეს ნანობს, ნანობს იმას, რომ 7 ნოემბერი, გირგვლიანის თემა და მსგავსი საკითხები უფრო ხშირი და უფრო რეპრესიული არ იყო მათგან განხორციელებული არ ნანობს ასევე იმას, რომ ქურდულად, სამარცხვინოდ კონტეინერით შემოიპარა საქართველოში. ამის მერე,რჩება თუ არა სივრცე შეწყალება-არ შეწყალებაზე საუბრის და რამდენად სამართლიანია ეს ყველაფერი ზოგადად, ვფიქრობ ამაზე ჩვენს საზოგადოებას მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია გააჩნია“, – თქვა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები