რუსეთი საქართველოში წარმოებულ პროდუქტზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატამა რომან ხუდიაკოვმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს თხოვნით მიმართა, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან იმპორტირებულ პროდუქტს ემბარგო დაადოს, ეს არის რუსეთის პასუხი ვროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გამო.
“ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გამო, სრულად უნდა ავკრძალოთ საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან პროდუქციის იმპორტი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ბაზარი იაფფასიანი და უხარისხო ევროპული საქონლისგან. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ გააკეთეს არჩევანი და თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი პროდუქციის გაყიდვის საკითხი. თანაც, “როსპოტრებნადზორის” წარმომადგენლები რეგულარულად პოულობენ ამ ქვეყნების პროდუქციაში საერთაშორისო ნორმების დარღვევებს”, – განაცხადა რომან ხუდიაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები