8 თვის ჩვილის გადასარჩენად პოლიციელი მეხუთე სართულზე ჩაკეტილ ბინაში მეზობლის აივნიდან გადავიდა – ვიდეო
რუსთავში, პოლიციელი, მე-5 სართულზე ჩაკეტილ ბინაში მარტო დარჩენილი 8 თვის ბავშვის გადასარჩენად, მეზობლის აივნიდან გადავიდა. ვიდეოს “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსში მე-5 სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რამდენიმე წუთით მეზობელთან გავიდა, რა დროსაც სახლის კარი ჩაეკეტა, სადაც 8 თვის ბავშვი მარტო იმყოფებოდა.
ქალმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ადგილზე მისული პატრულ-ინსპექტორი ხვიჩა კრაველიძე მეზობლის აივნიდან გადაძვრა, ხის ფანჯარა შეხსნა, სახლში შეაღწია, კარი შიგნიდან გახსნა და ბავშვი გამოიყვანა.
აღსანიშნავია, რომ სახლში გაზქურა იყო ჩართული, რაც ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყო.