რატი იონათამიშვილი: ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა სააკაშვილზე საუბარია, როგორც გლობალურ ერთობაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი რუსი ბლოგერისა და უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს გლობალური აქციის მოწოდებით გამოვიდა.

„ძალიან მიჭირს სერიოზული კომენტარის გაკეთება, როცა სააკაშვილზე საუბარია, როგორც გლობალურ ერთობაზე. საერთაშორისო დონეზე ეს ადამიანი რაიმეთი თუ არის გამორჩეული, ის არის მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და არის კრიმინალური, ძალადობრივი სისტემის შემქმნელი ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, ასეთმა ადამიანებმა იაქტიურონ და ასეთი განცხადებები აკეთონ, რათა კიდევ უფრო რეალურად წარმოჩინდეს მათი უსუსურობა და რეალური სახე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები