რატი იონათამიშვილი: რადიკალურ ოპოზიციაში „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეურაცხყოფენ, ეს ყველაფერი ამ ადამიანების ამორალურობას აჩვენებს

“ვხედავთ, რადიკალურ ოპოზიციაში როგორ „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეურაცხყოფენ, ეს ყველაფერი ამ ადამიანების უტიფრობასა და ამორალურობას აჩვენებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“-ს ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც არანაირ ღირებულებებსა და იდეებზე არ დგას.
მისივე თქმით, ეს ადამიანები „გაპრავების“ ამორალურ მცდელობებს მიეჩვივნენ.

„რადიკალურ ოპოზიციაში „გაპრავების“ ამორალურ მცდელობებს მიეჩვივნენ. ვხედავთ, როგორ „აპრავებდნენ“ 7 ნოემბერს და ახლა გირგვლიანის ხსოვნას შეეხნენ და შეურაცხყოფენ. ეს ყველაფერი ამ ადამიანების უტიფრობასა და ამორალურობას აჩვენებს. რადიკალური ოპოზიცია არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც არანაირ ღირებულებებსა და იდეებზე არ დგას. ეს ადამიანები არიან უსუსური შურისმაძიებლები, რომელთაც მხოლოდ უნდათ, ძალაუფლება საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენონ. საზოგადოებამ ეს ადამიანები ხელისუფლებას ჩამოაცილა და რაც უფრო მალე მოხდება ამ ადამიანების პოლიტიკიდან გასვლა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ეს ადამიანები ვითომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდებოდნენ და აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ნაცებზე მეტი ნაცები არიან. მშვიდობაში მოიხმარონ ერთმანეთი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, მურმან დუმბაძე მიიჩნევს, რომ სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ.
“გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე.
ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი,“ – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები