დავით მათიკაშვილი: სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა აქტიურად იმუშავა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა ძალიან აქტიურად იმუშავა.
მისივე თქმით, შექმნილია სასამართლო რეფორმის პაკეტი.
,,სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფმა ძალიან აქტიურად იმუშავა და უკეთესი იქნებოდა, ყველას, ვინც კი იყო დაინტერესებული ზოგადად სასამართლოს რეფორმირებით, მონაწილეობა მიეღო ამ ჯგუფში და თავისი როლი და პოზიტიური ნაბიჯები სწორედ იქ გადაედგა, სადაც რეალურად ხდება ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
შეიქმნა სასამართლო რეფორმის შესაბამისი პაკეტი, რომელიც ასევე იქნა მიღებული პარლამენტის მიერ და ის არის გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში. ასე რომ ახლა ზედმეტი პოლიტიკური ქულების დასაწერად ხმამაღალი ინიციატივებით გამოსვლა, ვფიქრობ, პროცესს არანაირად არ წაადგება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.