აშშ-ში ძლიერი ყინვისა და ქარბუქის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 57-მდეა გაზრდილი, მათ შორის ნიუ-იორკის დასავლეთით, ერის ოლქში 27 ადამიანია დაღუპული, ადგილობრივები მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან.
რაც შეეხება ბუფალოს რაიონს, სადაც, სულ მცირე 18 ადამიანია დაღუპული, რაიონში საკვების უმძიმესი პრობლემაა შექმნილი, რადგან ქარბუქის გამო გზები მიუვალი გახდა.
ამის შესახებ NBCnews-ი იტყობინება.
ადგილობრივებისთვის მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები გახდა მიუწვდომელი, რადგან სუპერმარკეტების უმეტესობა დაიკეტა.
ბუფალო ნიაგარას საერთაშორისო აეროპორტიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარე სასტუმრო Salvatore’s Garden Place-ში ამბობენ, რომ საკვების მარაგი უმთავრდებათ. სასტუმრო 80-ზე მეტ სტუმარს კვებით დღეში სამჯერად ემსახურება.
”ვცდილობთ გადავრჩეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია”,- ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.