„პრეზიდენტი მარგველაშვილი სამართლიანობის აღდგენისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ“

„მარგველაშვილი ისე იქცევა, როგორც ბოკერიასა და ლევან რამიშვილის ძმაკაცი უნდა იქცეოდეს!“ – გაზეთი „ასავალ-დასავალი“ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვლის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორც სტატიის ავტორი წერს, გიორგი მარგველაშვილი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში სააკაშვილის ფრთას წარმოადგენს. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლით სააკაშვილს გაჭირვებული ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ის მილიარდამდე ლარი „გაუპრავა“, რომლითაც „ნაცხელმწიფემ“ ავლაბარში ფეშენებელური სასახლე წამოჭიმა.
„მარგველაშვილი, რომ ღარიბაშვილის ხელისუფლებაში სააკაშვილის ფრთას წარმოადგენს, ამის თვალსაჩინო მაგალითი ისიც არის, რომ იგი დღეს სწორედ სააკაშვილის მიერ წამოჭიმულ საპრეზიდენტო სასახლეშია ფეხმორთხმეული!
მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში გადაბარგება მხოლოდ იმით როდი იყო გამოწვეული, რომ მას კომფორტში ცხოვრება მოუნდა. მარგველაშვილის ეს ნაბიჯი უპირველასად პოლიტიკური კონტექსტის შემცვლელია და ისევ და ისევ სააკაშვილის გათეთრებისკენ არის მიმართული.
ამ ნაბიჯით მარგველაშვილმა სააკაშვილს გაჭირვებული ქართველი ხალხის ჯიბიდან ამოღებული ის მილიარდამდე ლარი „გაუპრავა“, რომლითაც ნაცხელმწიფემ ავლაბარში ფეშენებელური სასახლე წამოჭიმა! ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლით მარგველაშვილმა იმ ბოროტებისა და გარყვნილების ბუდის ლეგიმატაცია მოახდინა!“, – აღნიშნულია სტატიაში.
როგორც ავტორი წერს, სააკაშვილსა და ნაციონალებს მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის – 9 წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ამ ერთ-ერთ სიმბოლოს – შემნახველად და ყარაულად ჰყავთ დაყენებული.
„ნაციონალები ტყუილად არ იჭაჭებოდნენ, ახალი პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში რატომ არ შედისო! მათ კარგად იცოდნენ, რომ მარგველაშვილი ამ რეზიდენციის საუკეთესო დარაჯი იქნებოდა!
დიახ, სააკაშვილსა და ნაციონალებს მარგველაშვილი დღეს ავლაბრის რეზიდენციის – 9 წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ამ ერთ-ერთ სიმბოლოს – შემნახველად და ყარაულად ჰყავთ დაყენებული! სიმბოლურია ისიც, რომ ამ „დრაკულას სასახლეში“ მოკალათებული პრეზიდენტი დღეს ღარიბაშვილის, სამართლიანობის აღდგენისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ილაშქრებს!
დიახ, მარგველაშვილი, როგორც სააკაშვილის ფრთის ჭეშმარიტი წარმომადგენელი, ზუსტად ისე იქცევა, როგორც უნდა იქცეოდეს! დიახ, მარგველაშვილი ისე იქცევა, როგორც ბოკერისა და ლევან რამიშვილის ძმაკაცი უნდა იქცეოდეს!
და კიდევ ერთი, როგორც ჩანს, მარგველაშვილს არამარტო წინდების ქსოვა, ინტრიგების ხლართვაც კარგად ეხერხება! “ – წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები