გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი: დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტი

გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი გაზეთ „რეზონანსთან“ ინტერვიუში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხგებაში მიცემას ეხმაურება და აცხადებს, რომ  დემოკრატიულ საზოგადოებაში  კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს:
„სამართლებრივ სახელმწიფოებრიობას, ჩემი აზით, ორი კომპონენტი გააჩნია.
პირველი: დემოკრატიულ საზოგადოებაში არავინ უნდა იდგეს კანონზე მაღლა, არც ყოფილი პრეზიდენტი.
მეორე: სასამართლო სისტემა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული პოლიტიკური დევნისათვის“,- აღნიშნავს გერმანელი დიპლომატი.
ჰენიგს  მიაჩნია, რომ  პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები და მომხდარის გამართლება არ უნდა მოჰყოლოდა, რადგან ეს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდეგება.
ამავე დროს, გერმანიის ელჩი გაკვირვებულია, რომ  მიხეილ სააკაშვილი  პროკურატურაში დაბარებას არ დაემორჩილა:
„გაკვირვებული ვარ, რომ საქართველოს არცერთიკრიტიკოსი სამართლებრივი კუთხით არ განიხილავს ყოფილი პრეზიდენტის უარს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადების შესახებ.დემოკრატიულ სამართლებრივ ქვეყანაში ბრალდებული პროკურატურის დაბარებას უნდა დაემორჩილოს“,- განაცხადა გერმანიის ელჩმა „რეზონანსთან“ ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები