აშშ-ში ძლიერ ყინვას და ქარბუქს უკვე 46 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

აშშ-ში ძლიერი ყინვისა და თოვლის ქარბუქის გამო, დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 46-მდეა გაზრდილი. გარდაცვალება ქვეყნის 12 შტატშია დაფიქსირებული: კოლორადოში, ილინოისში, კანზასში, კენტუკიში, მიჩიგანში, მისურიში, ნებრასკაში, ნიუ-იორკში, ოჰაიოში, ოკლაჰომაში, ტენესიში და ვისკონსინში.

ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ავრცელებს.

საიტის FlightAward-ის მიხედვით, აშშ-ში 3,300-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო ფრენა გაუქმდა, 11 000-ზე მეტი გადაიდო.

აღნიშნულია, რომ ქარბუქი განსაკუთრებით დამანგრეველია ნიუ-იორკის შტატში, ბუფალოს რაიონისთვის, სადაც სტიქიას16 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ნიუ-იორკის გუბერნატორმა, ქეთი ჰოუკულმა თქვა, „ეს ქარიშხალი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე დამანგრეველი ბაფალოს, ბრძოლითა და დიდი ქარიშხლებით მდიდარ ისტორიაში”.

ამავდროულად, ქვეყნის მილიონობით ადამიანი იმყოფება მაღალი მზადყოფნის რეჟიმში.

უამინდობამ გზებზე ქაოსი გამოიწვია და გახდა “ხალხისთვის პოტენციურად საშიში”.

მეტეოროლოგები ამბობენ, რომ „სიცოცხლისთვის საშიში დაბალი ტემპერატურა ცივ ქართან ერთად, მგზავრების სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშია, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გარეთ მუშაობენ, შინაური ცხოველებისთვის”.

მეტეოროლოგიის ეროვნულ სამსახურში რეკომენდაციას იძლევიან, რომ გარეთ მომუშავე ადამიანებმა ტანსაცმლის რამდენიმე ფენა ჩაიცვან, რადგან „ზოგიერთ რაიონში, გარეთ ყოფნამ გაყინვა, შესაძლოა რამდენიმე წუთში გამოიწვიოს“.

ასევე, მენის შტატიდან სიეტლამდე ასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები