მაია ფანჯიკიძემ ბრაზილიელ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოში ბრაზილიის საელჩოს ეწვია.
მინისტრმა ბრაზილიის სან პაოლოს შტატის ქ. სანტოსში მომხდარ ავაიაკატასტროფასთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მაია ფანჯიკიძემ, მწუხარება გამოთქვა მომხდარის გამო და ბრაზილიის მთავრობასა და ქვეყნის მოსახლეობას თანაგრძნობა გამოუხატა.
2014 წლის 13 აგვისტოს ბრაზილიის სან პაოლოს შტატის ქალაქ სანტოსში მომხდარ ავიაკატასტროფას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულთა შორის იყო ქვეყნის საპრეზიდენტო კანდიდატი ედუარდო კამპოსი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას უცხადებს მათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები