რა ქონება შეიძინა გიული ალასანიამ აგვისტოს ომის დროს?!

„გიულის „გულავი“ უნდა დამთავრდეს!“ – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ექსპრეზიდენ მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების ბიზნესსაქმიანობაზე კონკრეტულ ფაქტებს აქვეყნებს.
„სააკაშვილის მამის ბალნეოლოგიური კურორტის დირექტორობა საერთოდ რომ არ ვახსენოთ, სააკაშვილის ძმის მონოპოლისტობას საწვავისა თუ სადაზღვევო ბიზნესში საერთოდ რომ არ გავუსვათ ხაზი, სააკაშვილის ბებიის წილს რესტორან „წისქვილში“ და საერთოდ არ ავღნიშნოთ, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა თუ ნათესავებს ბიზნესის კეთების ნიჭი რატომღაც მხოლოდ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ მიემადლათ, სააკაშვილის დედის – ქალბატონი გიული ალასანიას ამქვეყნად არსებობისა და საქმიანობის ფაქტს ხომ ვერსად დავემალებით?“ – წერს სტატიის ავტორი და გიული ალასანიას ბიზნესსაქმიანობის შესახებ კონკრეტულ ფაქტებს ასაჯაროებს.
„გიული ალასანია უმაღლესი განათლების სფეროს მონოპოლისტი და რამდენიმე უნივერსიტეტის მფლობელი სწორედ მისი შვილის პრეზიდენტობის დროს რომ გახდა, ეს ხომ დღესავით ნათელია და ვერავინ უარყოფს?! „საქართველოს უნივერსიტეტში“ გიული ალასანია 37, 5 პროცენტის მფლობელია, ხოლო ამავე უნივერსიტეტის 12, 5 პროცენტიან წილს გიული ალასანიას ძმიშვილი ნიკა ალასანია ფლობს. თავის მხრივ, „საქართველოს უნივერსიტეტი“ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების მეწილეა. მაგალითად, „საქართველოს უნივერსიტეტი“ „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის“ ასპროცენტიანი წილის მფლობელია. „საქართველოს უნივერსიტეტის“ ასპროცენტიან მფლობელობაშია „საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლაც“.
„საქართველოს უნივერსიტეტს“ სახელმწიფო საკუთრების ბაზაზე შექმნილი აქვს ავეჯის დამამაზადებელი ქარხანა, სადაც საბავშვო ბაღების, საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის საჭირო ავეჯს ამზადებენ.
„საქართველოს უნივერსიტეტის“ მფლობელობაშია ტექნიკური უნივევერსიტეტის ყოფილი სასადილოს უზარმაზარი შენობა, სადაც დღეს კაფე „ხადილი“ ფუნქციონირებს. „საქართველოს უნივერსიტეტი“ 14 პროცენტიან წილს ფლობს „ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში“. გიული ალასანია გახლავთ „ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრორექტორიც!
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსის – 15 ათასი კვარდატული მეტრის შენობა – გიული ალასანიამ სწორედ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ჩალის ფასად შეიძინა და გადაიფორმა.
მანამდე კი, ბათუმის საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა გიული ალასანიას „საქართველოს უნივერსიტეტს“ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა!“,- აღნიშნულია გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები