Politico: უკრაინელი სამხედროების გადამზადება, პირველად, შესაძლოა აშშ-ს ტერიტორიაზე მოხდეს
Patriot-ის სისტემის გამოყენებაში უკრაინელი სამხედროების გადამზადება, მესამე ქვეყნის მაგივრად, შესაძლოა პირველად, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოხდეს.
როგორც Politico წყაროზე დაყრდნობით წერს, პენტაგონი ამ შესაძლებლობას განიხილავს.
გამოცემის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა, აღნიშნულია, რომ საკითხის დადებით გადაწყვეტის შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელ სამხედროებს აშშ-ს ტერიტორიაზე მოამზადებენ.
24 თებერვლიდან უკრაინელი სამხედროების გადამზადება მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ევროპაში – გერმანიასა და ბრიტანეთში.
ერთ-ერთი წყაროს თანახმად, სწავლება, შესაძლოა ოკლაჰომას შტატში, ფორტ სილში ჩატარდეს, სადაც ინსტრუქტორების დიდი რაოდენობა და რთული აღჭურვილობაა.
წვრთნა ევროპაშიც არის შესაძლებელი, თუმცა ლოგისტიკური თვალსაზრისით ეს უფრო გართულდება.
21 დეკემბერს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დროს, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot-საც მოიცავს.
მანამდე მედია წერდა, რომ სისტემის გამოყენებისთვის უკრაინელებს მესამე ქვეყანაში მოამზადებდნენ.