ირაკლი კობახიძე: ერთადერთი, რასაც შეიძლება მელიამ და ხაბეიშვილმა მიაღწიონ, არის არჩევნების მოგება „ნაცმოძრაობაში“
“არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ. ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. ერთადერთი, რასაც შეიძლება მელიამ და ხაბეიშვილმა მიაღწიონ, არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებები შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი.
“კონკრეტული ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტებიც, სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბრობენ. ეს სიტყვები ახსენეს არაერთგზის. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მათთვის არაფერს ნიშნავს ევროკავშირის პირველივე რეკომენდაცია, რომელიც დეპოლარიზაციას გულისხმობს. რა თქმა უნდა, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების გაჩაღების რესურსი ამ ადამიანებს არ აქვთ. ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. ამის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ მათთვის ეს მიუღწეველი მიზანია. ერთადერთი, რასაც შეიძლება მელიამ და ხაბეიშვილმა მიაღწიონ, არის არჩევნების მოგება „ნაციონალურ მოძრაობაში“. მათი ყოველი განცხადება თავიდან ბოლომდე შიდა მოხმარებისთვის არის განკუთვნილი“, – განაცხადა კობახიძემ.