არჩილ თალაკვაძე – სააკაშვილზე: მნიშვნელოვანია, ითანამშრომლოს ექიმებთან – მოვუწოდებ კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შეწყვიტონ ექიმებისთვის ხელის შეშლა

“სასამართლო პროცესი არანაირად არ უშლის ხელს და არ აფერხებს სამედიცინო მომსახურების მიწოდებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროცესს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა ითანამშრომლოს ექიმებთან, შეასრულოს ის დანიშნულება და რეკომენდაციები, რომლებიც კვებასა და მკურნალობას უკავშირდება”,- ასე უპასუხა მმართველი გუნდის წევრმა არჩილ თალაკვაძემ კითხვას – “მას შემდეგ რაც საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას იხილა, შეუძლია თუ არა თქვას, რომ პატიმარი მესამე პრეზიდენტი კარგად არის”.

თალაკვაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ ხელის შეშლა ექიმებისთვის, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაუწიონ.

„რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს და თითოეულ ადამიანს, ვინც პატიმრობაში იმყოფება, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მხნეობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ შეწყვიტონ ზეწოლა, ხელის შეშლა ექიმებისთვის, რომ მას აღმოუჩინონ სათანადო სამედიცინო მომსახურება, რისთვისაც სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტსა და ექიმებს შორის სრულფასოვანი თანამშრომლობა. სახელმწიფო სრულ მზადყოფნას გამოხატავს, რომ მიაწოდოს ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება, ჩამოიყვანოს ექიმები, ჩართოს დამატებითი რესურსები, რაზეც იუსტიციის მინისტრმა არაერთხელ გააკეთა საჯარო შეთავაზება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები