დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თემატური მოკვლევის ანგარიში მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონის აღსრულების კონტროლის თაობაზე თემატური მოკვლევის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, თემატურმა მოკვლევამ გამოავლინა, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის მარტში მიიღო, გარკვეულ ჩასწორებებს და ცვლილებებს საჭიროებს.

„კანონის ზოგიერთი მუხლი მოითხოვს გარკვეულ დაზუსტებებს ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე გამოიკვეთა საკითხები, რომელიც კანონს უნდა დაემატოს”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული კანონის აღსრულების მონიტორინგი მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდება. კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები