წითელი ჯვარი ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქმიანობას 2023 წელსაც გააგრძელებს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ყოფნის ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, 2022 წელს წითელმა ჯვარმა 1 მილიონ 137 ათასი შვეიცარიული ფრანკი დახარჯა, მომავალ წელს ეს თანხა 1 მილიონ 300 ათასამდე გაიზრდება.