მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, 28 დღის განმავლობაში 36%-ით გაიზარდა

მსოფლიოში, 12-18 დეკემბრის​ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი, წინა კვირასთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 3%-ანი ზრდა გამოვლინდა. ბოლო ერთ კვირაში 3,7 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა აღირიცხა.

თუმცა, ლეტალობის მაჩვენებელი 6%-ით შემცირდა და 10 400 გარდაცვლილი პაციენტი შეადგინა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ სტატისტიკაშია ნათქვამი.

ასევე, აღნიშნულია, რომ ბოლო 28 დღის მაჩვენებლით მსოფლიოში ინფიცირების 13,7 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა 28-დღიან პერიოდთან შედარებით 36%-ით მეტია. ამავე პერიოდში 40 000-ზე მეტი ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა პერიოდთან შედარებით 2%-ით ნაკლებია.

ჯანმო-ს რეგიონულ დონეზე, ყოველკვირეული ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა ექვსი რეგიონიდან ოთხში: სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში 36%-ით; აფრიკის რეგიონში 29%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 26%-ით და ევროპის რეგიონში 16%-ით; ხოლო გაზრდილია წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში 8%-ით და ამერიკის რეგიონში 18%-ით.

ყოველკვირეული გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდა ან დარჩა სტაბილური ორგანიზაციის ხუთ რეგიონში: აფრიკის რეგიონში 95%-ით არის შემცირებული; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში 39%-ით; ევროპის რეგიონში 22%-ით; სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში 20%-ში, ხოლო და ამერიკის რეგიონში არ შეცვლილა და 3% შეადგენს; დაღუპულთა რაოდენობა გაზრდილია დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში 7%-ით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები