ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა

ვაშინგტონში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკ აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან გამართული შეხვედრის შემდეგ კაპიტოლიუმში მივიდა, სადაც კონგრესმენებს სიტყვით მიმართა.

გამოსვლის დასრულების შემდეგ, ზელენსკიმ კონგრესმენებს უკრაინელი ჯარისკაცების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა, რომელიც მას ბახმუტში მისცეს.

„გუშინ, როდესაც ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მთხოვეს, ეს დროშა გადმომეცა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო,“ – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები