ექიმი – ანა წითლიძეზე: ვფიქრობ, უახლოეს 2 დღეში კატეგორიულად მოვითხოვ მისი შიმშილობის შეწყვეტას
ორივე მამაკაცი ჯერჯერობით არის ადეკვატურად. რაც შეეხება ქალბატონ ანის, აქ ვითარება ბევრად უფრო რთულად არის და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს 2 დღეში კატეგორიულად მოვითხოვ მისი შიმშილობის შეწყვეტას, – ამის შესახებ პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ექიმმა ლალი ჯავაშვილმა განაცხადა.
“ორივე მამაკაცი ჯერჯერობით არის ადეკვატურად, ზუსტად ისე, როგორც უნდა იყვნენ შიმშილობის მე-7 დღეს. რაც შეეხება ქალბატონ ანის, აქ ვითარება ბევრად უფრო რთულად არის და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს 2 დღეში დინამიკის მონაცემების საფუძველზე მაღალი ალბათობით, კატეგორიულად მოვითხოვ მისი შიმშილობის შეწყვეტას,” – აცხადებს ექიმი.
ცნობისთვის, 15 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა – დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა.