Saudi Gazette: ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს
საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს საუდის არაბეთის მედია ეხმაურება.
Saudi Gazette წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად რიადში, ალ-იამამას სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს და განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და
სხვადასხვა სფეროში
თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესების არაერთი საკითხი განიხილეს.
საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მიესალმა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს საუდის არაბეთში, თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის.
მანამდე, მეფე
ხალიდის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილი პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმანმა მიიღო, რომელიც ამავდროულად რიადის გუბერნატორის მოადგილეა.