ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ რა სამყაროში იცხოვრებენ ჩვენი შვილები შვილიშვილები, შვილთაშვილები, რუსეთი უნდა დამარცხდეს – ზელენსკი

“უკრაინელებმა გაიმარჯვეს – და ეს გვაძლევს იმ გამბედაობას, რომელზედაც მსოფლიოა დამოკიდებული. ამერიკელებმა გაიმარჯვეს – და ამის გამო თქვენ მოახერხეთ გლობალური საზოგადოების გაერთიანება თავისუფლებისა და საერთაშორისო წესების დასაცავად. ევროპელებმა გაიმარჯვეს – ამიტომ ევროპა ახლა უფრო ძლიერი და დამოუკიდებელია, ვიდრე ოდესმე მის ისტორიაში“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა.

მისი თქმით, კრემლი ბრძოლის ველზე უნდა დამარცხდეს.

“ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ მიწისთვის, ევროპის ამა თუ იმ ნაწილისთვის. ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის – უკრაინელებისა თუ ნებისმიერი სხვა ხალხისთვის, რომლის დაპყრობას რუსეთი ცდილობს. ეს არის ბრძოლა იმისთვის, თუ რა სამყაროში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები, მათი შვილები და შვილთაშვილები“, – განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, ამ ბრძოლის გაყინვა ან გადადება არ შეიძლება.

“ამის იგნორირება არ შეიძლება. შეერთებული შტატებიდან ევროპამდე, ლათინური ამერიკიდან აფრიკამდე, ჩინეთიდან ავსტრალიამდე, სამყარო ზედმეტად ურთიერთდაკავშირებულია, რომ ვინმეს შეეძლოს მოვლენების მიღმა დარჩეს, და ამავე დროს უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, როდესაც ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები