თეა წულუკიანი: საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას სააკაშვილი ნამდვილად ვერ შეუშლის ხელს – შუქურასთან დაკავშირებული პიარული ბუშტიც ჩაიფუშა

საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას სააკაშვილი ნამდვილად ვერ შეუშლის ხელს. დასავლეთის თვალში მას არანაირი პოლიტიკური წონა არ აქვს. რაიმე ჯანსაღი როლის შესრულება სააკაშვილს არ შეუძლია. ამის შესახებ უკვე ყველამ იცის და შუქურასთან დაკავშირებული პიარული ბუშტიც ჩაიფუშა, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საერთაშორისო პოლიტიკური სპექტრის მხოლოდ ერთი ჯგუფის კამპანიაა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტების დროს, შეხვედრებზე ამ თემის წამოწევის მცდელობებიც კი არ ყოფილა.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტში ელიტური კორუფცია მძვინვარებს, ფრანგული პრესა კი წერს, რომ ამ ორგანოში პოლიტიკა ფულის ტომრების მეშვეობით კეთდება, ამიტომ ავტორიტეტშელახული ორგანო ხანდახან მიიღებს ისეთ რეზოლუციას, რომელიც შორს არის რეალობისგან.

„მთავარია, ვიცოდეთ ჩვენ რა გვინდა. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს მშვიდობა, სტაბილურობა, წინდახედულობა, რისთვისაც ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. დანარჩენი, რა თქმა უნდა გადაწყდება ისე, როგორც ამას სასამართლო ინებებს – სააკაშვილის შემთხვევაში და რაც აღმასრულებელი ხელისუფლების საქმეა, იმას აღმასრულებელი ხელისუფლება გადაწყვეტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები