ირაკლი კობახიძე: არსებობს ეკონომიკური პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურდება

ეკონომიკური პროგნოზი არსებობს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდება და 2024-ში აღწევს ნორმას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„ინფლაციის მაჩვენებელი იყო წლის მანძილზე 10% რაც იყო ბევრად დაბალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. სრული კატასტროფა იყო თურქეთში ასევე მოლდოვაში, უკრაინაში არაფერს არ ვამბობ. ამ ფონზე 10 % ნორმალურია, მაგრამ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის შეღავათი არ არის, ვისაც პროდუქტებზე ფასები ეზრდება.

ეკონომიკური პროგნოზი არსებობს, რომლის მიხედვითაც 2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაციის მაჩვენებელი დასტაბილურდება და 2024-ში აღწევს ნორმას. ნორმა არის 4% რაც არის მისაღები, უკვე არის კლების ტენდენციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები