„თქვენ ხართ წლის ადამიანი აშშ-ში“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას განუცხადა, რითაც მიანიშნა ჟურნალ Time-ის გადაწყვეტილებაზე.
„ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის მისწრაფებას სამართლიანი მშვიდობისკენ“, – განუცხადა ბაიდენმა ზელენსკის.
მანვე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებს აძლიერებს და ცდილობს, ზამთარი იარაღად გამოიყენოს.