„დღეს უკვე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ 5 კანდიდატიდან, რომელთაგანაც შევთავაზეთ, რომ აერჩიათ ერთი და ამის შემდეგ საერთო კანდიდატზე შესაძლებელი იქნებოდა შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ომბუდსმენის არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
“აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას და გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.