ნიკოლოზ სამხარაძე – სააკაშვილზე: ოპონენტები როდესაც საუბრობენ, რომ ადამიანი მოწამლულია, ამ შემთხვევაში, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა

„მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ანალიზების აღებაზე უარი კითხვებს ბადებს. ოპონენტები როდესაც საუბრობენ, რომ ადამიანი მოწამლულია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში, სიმართლის დასადგენად ყველაზე კარგი საშუალება ანალიზების აღებაა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური მეგობრები ცდილობენ, რომ ექსპრეზიდენტმა სასჯელი არ მოიხადოს.

“კითხვას ბადებს, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც ამის წარმოჩენას მისი პოლიტიკური მეგობრები, ადვოკატები ცდილობენ. ეს ყველაფერი ერთი დიდი კამპანიის ნაწილია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ სააკაშვილი დაუძვრეს პასუხისმგებლობას და სასჯელი არ მოიხადოს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები