მიხეილ სარჯველაძე: სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის ხარისხი ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ არ უნდა იცვლებოდეს

“ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა ოპოზიციისგან მართული ადამიანის არჩევა, არამედ – დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. კანდიდატი დამოუკიდებელი უნდა იყოს არა ხელისუფლებისგან, არამედ – ყველასგან”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ომბუდსმენის არჩევის საკითხზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის დამოუკიდებლობის ხარისხი ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ არ უნდა იცვლებოდეს.

“დამოუკიდებლობა აუცილებელია, რათა დამოუკიდებელი იყოს ნებისმიერი გავლენისგან. სახალხო დამცველის არჩევა ექვსი წლით ხდება და ხელისუფლების ცვლილების კვალდაკვალ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არ უნდა იცვლებოდეს. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი კანდიდატი და არა – ოპოზიციის მხარეს მიკერძოებული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები