თეთრი სახლი: ზელენსკისთან შეხვედრაზე ბაიდენი 2 მილიარდამდე დოლარის დახმარებას გამოაცხადებს, რომელიც Patriot-ს მოიცავს

ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომლის ღირებულებაა, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარია და შეიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot-ს.

ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მედიასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ოფიციალური პირის თქმით, „პატრიოტი“ გახდება “უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბარბაროსული თავდასხმებისგან უკრაინელი ხალხის დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივი”.

მისი თქმით, “პატრიოტების” გამოყენებისთვის უკრაინელი სამხედროების წვრთნა მესამე ქვეყანაში ჩატარდება.

„ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ უკრაინელი ჯარისკაცები გაიწვრთნებიან და დაბრუნდებიან ქვეყანაში ამ ბატარეის გამოსაყენებლად“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, აშშ ასევე გააგრძელებს საჰაერო თავდაცვისთვის პრიორიტეტული ყურადღების მიქცევას მხარდაჭერის სხვა ფორმებითაც, როგორიცაა NASAMS-ს, HAWK-ს, Stingers-ს და დრონებთან საბრძოლველად საჭირო აღჭურვილობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები