“მივემგზავრები ვაშინგტონში, რათა გავაძლიერო უკრაინის თავდაცვიუნარიანობა” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში საკუთარ ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“მივემგზავრები შეერთებულ შტატებში უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. კერძოდ, ჯო ბაიდენთან ერთად განვიხილავთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას. მე ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესში და გავმართავ რიგ ორმხრივ შეხვედრებს”, – წერს ზელენსკი Twitter-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში დღეს, 21 დეკემბერს ეწვევა.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თეთრმა სახლმაც დაადასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები