CNN, Axios: ზელენსკი დღეს ვაშინგტონს ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 21 დეკემბერს ვაშინგტონში ჩავა, სადაც კოლეგა ჯო ბაიდენს შეხვდება და კონგრესში სიტყვით გამოვა
ამის შესახებ CNN-ი და Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
მეტიც, CNN-ის ინფორმაციით ზელენსკი უკვე გზაშია, თუმცა, ოფიციალურად ამ ინფორმაციას არც უკრაინაში და არც აშშ-ში არ ადასტურებენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უცხო ქვეყნის ლიდერებს ან ვიდეოკავშირით ეკონტაქტებოდა, ან უკრაინაში მასპინძლობდა.
ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, ეს უკრაინის ლიდერის პირველი უცხოური მივლინებაა აშშ-ში.