ირაკლი კობახიძე: „გორბის“ კვლევა საზოგადოების განწყობას ასახავს

„გორბის“ კვლევა ასახავს საზოგადოების განწყობას და იმ რეალობას, რომელიც ჩამოყალიბებულია ქვეყანაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი აფასებს მშვიდობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

„საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ისედაც უჭერდა მხარს „ქართულ ოცნებას“. წინა არჩევნებზე, საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ ავიღეთ 48%, თვითმმართველობის არჩევნებზე – 47% და აქ არის გარკვეული გაუმჯობესება, რაც არის კონკრეტული ფაქტორების შედეგი. ეს არის, პირველ ყოვლისა, მშვიდობა, ხალხი აფასებს მშვიდობას, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში იმ უმძიმესი ვითარების ფონზე, რომელიც არის რეგიონში ჩამოყალიბებული და მეორე არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა კობახიძემ.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები