საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქეთში სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თურქეთში აზერბაიჯანი-თურქეთი- საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ჰულუსი აკართან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან, ასევე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
მხარეები განიხილავენ რეგიონის უსაფრთხოების გარემოს, ასევე სამმხრივ ფორმატში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალი წელს ქალაქ კაისერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები