არძინბა ე.წ. სამუშაო ვიზიტით მინსკში გაემგზავრა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა ე.წ. სამუშაო ვიზიტით მოსკოვსა და მინსკში გაემგზავრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ არძინბა რიგ შეხვედრას გამართავს, სადაც ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებს განიხილავს.