რატი იონათამიშვილი: წიქარიშვილმა თქვა, რომ თურმე საკანონმდებლო ჩარჩო არის უშეცდომო და ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ის და მისი მეგობრები არ აკონტროლებენ სასამართლოს

წიქარიშვილმა თქვა, რომ თურმე საკანონმდებლო ჩარჩო არის უშეცდომო. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არის ერთადერთი, რომ ის და მისი მეგობრები არ აკონტროლებენ სასამართლოს, – ასე აფასებს დეპუტატი რატი იონათამიშვილი კახა წიქარიშვილის მიერ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „ჩვენ რომ სასამართლოში გვყავდეს წესიერი, დამოუკიდებელი და კეთილსინდისიერი მოსამართლეები არანაირი პრობლემა არ იქნება დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო“.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება მისცა.

„მან თქვა, რომ სასამართლოში დამოუკიდებელი გადაწყვეტილება აბსოლუტური უმრავლესობით მიიღება; მან თქვა, რომ თურმე საკანონმდებლო ჩარჩო არის უშეცდომო და არსებული მოდელი არის ერთ-ერთი საუკეთესო. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პრობლემა არის ერთადერთი – რომ მას და მის მეგობრებს არ აქვთ სადავეები და არ აკონტროლებენ სასამართლოს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები