მამუკა მდინარაძე: პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი საკითხი, რაც სახალხო დამცველის კანდიდატის განხილვის დროს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული, აქედან გამომდინარე, დარჩა მხოლოდ ხუთი კანდიდატი

საჭიროა, რომ რეალობას მოერგონ [ოპოზიცია], სპეკულაციებს თავი დაანებონ. არ მონათლონ ეს ადამიანები, ხუთივე ერთად ხელისუფლების კანდიდატებად და თქვან, რომ გამორიცხვის მეთოდით ესენი დარჩნენ და მათგან მხარს ვუჭერთ ამას და ამას. ეს ხელს შეუწყობს ევრორეკომენდაციის შესრულებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი საკითხი, რაც კანდიდატის განხილვის დროს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული.

„უდიდესი სპეკულაციაა, რომ ამოსარჩევად მათთვის წარდგენილ კანდიდატებზე თქვან, რომ ესენი არიან მმართველი გუნდის კანდიდატები. ჩვენ რვა კანდიდატამდე ჩამოვედით მათთან ერთად სხვების გამორიცხვის პრინციპით. ამ რვიდან შემდეგი პრინციპი დავასახელეთ, რომ გამოვრიცხოთ ის კანდიდატები, რომლებიც ვერასდროს იქნებიან პოლიტიკურად მიუკერძოებლები. შესაბამისად, პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი საკითხი, რაც კანდიდატის განხილვის დროს უნდა იყოს მხედველობაში მიღებული. აქედან გამომდინარე, დარჩა მხოლოდ ხუთი კანდიდატი. ჩვენ არცერთის მხარდაჭერას კატეგორიულად და პრინციპულად არ ვადასტურებთ, მათ ამოირჩიონ. ანუ, ჩვენ წარვუდგინეთ მათ ამოსარჩევად ხუთი კანდიდატი და მათ ნებაზეა ამორჩევა, რაზეც შემდეგ ვიმსჯელებთ, თუ ისინი ამ სპეკულაციებს გაეშვებიან, ულტიმატუმის ენას გაეშვებიან და იტყვიან, რომ კი ბატონო, ხუთი ნეიტრალური კანდიდატი არსებობს, ჩვენც ვადასტურებთ ამას და ჩვენ მათგან მხარს დავუჭერთ ამას და ამას. ჩვენი კანდიდატები არ არიან ისინი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გამორიცხვის მეთოდით დარჩნენ რეალურ კანდიდატებად. თეორიული შანსი არის მხოლოდ სამწუხაროდ ამ ეტაპზე, რომ ამ კანდიდატებიდან ერთ-ერთს დაუჭირონ მხარი. ამისთვის საჭიროა, რომ რეალობას მოერგონ, სპეკულაციებს თავი დაანებონ. არ მონათლონ ეს ადამიანები, ხუთივე ერთად ხელისუფლების კანდიდატებად და თქვან, რომ გამორიცხვის მეთოდით ესენი დარჩნენ და მათგან მხარს ვუჭერთ ამას და ამას. ეს ხელს შეუწყობს ევრორეკომენდაციის შესრულებას“, – ამბობს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები