ბექა ფერაძე, ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, ბით ანდრის შეხვდა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი – ბექა ფერაძე, ნიუ-იორკში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს, გაეროს სპეციალურ წარმომადგენელ ბით ანდრის შეხვდა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში შრომითი ურთიერთობების სფეროში განხორციელებული რეფორმები.

„ამერიკელი კოლეგის მხრიდან მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალა შრომის კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ, 2015 წლიდან განხორციელებული რეფორმებისა და დაბალანსებული საზედამხედველო პოლიტიკის შედეგია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის როლს შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით და აღინიშნა სამომავლო თანამშრომლობის საჭიროება მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულების გზაზე. შეხვედრები ორგანიზებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნიუ-იორკის პროგრამის ფილიალის მიერ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის – შრომითი უფლებების გაძლიერება ეფექტური შრომის ინსპექტირების მეშვეობით, საერთაშორისო ვიზიტორთა ლიდერობის პროგრამის (IVLP) ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები