მიხეილ სარჯველაძე – GORBI-ს კვლევაზე: უმჯობესია, ოპოზიციამ თვალი გაუსწოროს რეალობას

უმჯობესია, ოპოზიციამ თვალი გაუსწოროს რეალობას და მიხვდეს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი, ამ დრომდე, არის მის მიერ დაშვებული მსუყე შეცდომები, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI-ს მიერ ჩატარებულ კვლევას.

„როდესაც ოპოზიციონერები ხედავენ რეზულტატებს, რომელიც მათთვის არახელსაყრელია და არასასურველია, უბრალოდ, ვერცერთი კანონზომიერება ვერ ამოიკითხება GORBI-ის კვლევაში ისეთი, რომელიც შეიძლება, ხელსაყრელი აღმოჩნდეს ოპოზიციისთვის. ასეთ პირობებში გასაგებია, რომ ისინი დაიწყებენ რაღაც ახსნების ძიებას, რომელიც უფრო კონსპირაციის თეორიიდან იქნება. ასეთია მოცემულობა ამასთან დაკავშირებით. უმჯობესია, რეალობას თვალი გაუსწოროს ოპოზიციამაც და მიხვდეს, რომ მიზეზი მათი წარუმატებლობისა, ამ დრომდე არის მათ მიერ დაშვებული მსუყე შეცდომები“, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5 %.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები