დიმიტრი ხუნდაძე: “გორბის“ კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ ვთქვით ხალხის სათქმელი – ჩვენ მიერ ნათქვამი სიმართლე ხშირად ყურს სჭრიდა ბევრს, მაგრამ ეფექტურად აზღვევდა რისკებს
„კვლევამ აჩვენა, რომ ჩვენ ვთქვით ხალხის სათქმელი. გადავწყვიტეთ, ყველასთვის გასაგონად, ხმამაღლა გვეთქვა, რომ საქართველო არ არის მეორადი სახელმწიფო და ღიად გვესაუბრა იმ რისკებზე, რომლებიც სასიცოცხლოდ სახიფათო იყო ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ “გორბის” კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ხალხის ძალის” მიზანია, საზოგადოებას დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ახალი პოლიტიკა შესთავაზოს.
“ამ იდეამ გაამართლა და გაამყარა საქართველოში მშვიდობა.
კულისების პოლიტიკის გასაჯაროებით, ხელი შევუშალეთ ომის სცენარში საქართველოს მონაწილეობას.
ჩვენ მიერ ნათქვამი სიმართლე ხშირად ყურს სჭრიდა ბევრს, მაგრამ ეფექტურად აზღვევდა რისკებს.
„ხალხის ძალა“ ახალი დაფუძნებულია და ჩვენ მთავარი მიზანი წინ გვაქვს – ქართულ საზოგადოებას შევთავაზოთ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ახალი პოლიტიკა. ჩვენ უკან დაბრუნებას არ ვაპირებთ“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.