მამუკა მდინარაძე: ჩვენ მოვახერხეთ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც მოგვეგო ორივე სამართლებრივი პროცესი – ის ნაღმები, რაც რეზოლუციაში ჩადეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, აბსოლუტურად იქნა განეიტრალებული

ჩვენ მოვახერხეთ ერთი მხრივ სტრასბურგში, მეორე მხრივ ჰააგაში მოგვეგო ორივე სამართლებრივი პროცესი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ნაღმები რაც რეზოლუციაში ჩადეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, აბსოლუტურად იქნა განეიტრალებული.

„შეიძლება ძალიან არ გვდომოდა ჩვენ რეზოლუცია ამ შემთხვევაშიც გვეხსენებინა, მაგრამ პირველივე წუთებიდან წამოვიდა უამრავი სპეკულაცია. მაშინ, როდესაც ამ ადამიანებმა რეზოლუციის მხარდაჭერით ხელი მოუწერეს ოკუპანტ ქვეყანას ომის დაწყებაზე და ეს ყველაფერი შავით თეთრზე წერია. ეს ყველაფერი დააბრალეს ქართველ სამხედროებს და ხელი მოუწერეს ომის დანაშაულზე. უდანაშაულო მოქალაქეების მკვლელობაზე, დაჭრასა და საკუთრების უფლების ხელყოფაზე. აქამდე ჩვენ ამაზე ასე დეტალურად შეგნებულად არ ვსაუბრობდით. ეს ყველაფერი წერია რეზოლუციაში. ამ ფონზე ჩვენ მოვახერხეთ ერთი მხრივ სტრასბურგში, მეორე მხრივ ჰააგაში მოგვეგო ორივე სამართლებრივი პროცესი. ის ნაღმები რაც რეზოლუციაში ჩადეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, აბსოლუტურად იქნა განეიტრალებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები