არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სიმართლე დამტკიცებულიყო ჯერ სტრასბურგში და მერე ჰააგაში, გააკეთა ძალიან ცოტა და ძალიან გვიან

“ერთს ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას და ამის გადამოწმება არის უმარტივესი – სააკაშვილის ხელისუფლებამ იმისთვის, რომ სიმართლე დამტკიცებულიყო ჯერ სტრასბურგში და მერე ჰააგაში, გააკეთა ძალიან ცოტა და ძალიან გვიან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ მათ ებრძოლათ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთთან და სტრატეგიული ენერგოობიექტები რუსეთის ფედერაციას გადასცეს.

„მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ, რაც დავკარგეთ 200 სოფელი, მას შემდეგ, რაც სააკაშვილის მთავრობამ ჯარისკაცები მიატოვა ბრძოლის ველზე, ხოლო ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ევაკუაციის გარეშე, ამის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ებრძოლათ საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მათ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთთან და სტრატეგიული ენერგოობიექტები გადასცეს რუსეთის ფედერაციას და მასთან დაკავშირებულ კომპანიებს ბონუსად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები