რატი იონათამიშვილი: რაც უფრო მეტ აქციას გამართავს “ნაცმოძრაობა”, მით უფრო დაჩქარდება მათი დაშლის პროცესი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა” რაც უფრო მეტ აქციას გამართავს, მათი დაშლის პროცესი მით უფრო დაჩქარდება.
მისივე შეფასებით, აღნიშნული ოპოზიციური პარტიის პროტესტი ხელოვნურია.
“რაც უფრო მეტ აქციას გამართავს “ნაცმოძრაობა”, მით უფრო დაჩქარდება მათი დაშლის პროცესი. შესაბამისად, ამის საწინააღმდეგო ჩვენ, ცხადია, არაფერი გვაქვს. მათი პროტესტი ხელოვნურია და განპირობებული მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ შიგნით მოიპოვონ უპირატესობა, თუნდაც, ოლიგარქიულ სახსრებზე“, – განაცხადა იონათამიშვილმა.