კანადაში, საცხოვრებელ სახლში სროლის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა

კანადის პროვინცია ონტარიოში, საცხოვრებელ სახლში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას Global News-ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის უფროსმა, ჯიმ მაკსვინმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მსროლელის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები