შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელმა შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია.
„ შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელი ახალი გადამცემი ხაზი და შესაძლებლობებით სავსე მარშრუტია! მან შეიძლება საქართველოს ინტეგრაცია უზრუნველყოს ჩვენს ენერგეტიკულ ბაზართან და ელექტროენერგია მიაწოდოს ჩვენს მეზობლებს – დასავლეთ ბალკანეთს, მოლდოვასა და, რა თქმა უნდა, უკრაინას. მოდით, ერთად ვიმუშაოთ და რეალობად ვაქციოთ ეს ინიციატივა!” – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.