ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი.

ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები