კახა კახიშვილმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელების წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, ევროსაბჭოს პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურ კონკურსს ატარებს.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილმა, სხვა გამომსვლელებთან ერთად, მისასალმებელი სიტყვით მიმართა კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დღეს გაიმართა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა , პაველ ჰერჩინსკიმ, ათეა-ს ვიცეპრეზიდენტმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში – ნიკ ბერესფორდმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა და საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში – ნიკო თათულაშვილმა.
კონფერენციის მონაწილეებმა მუნიციპალიტეტის როლის და საქალაქო ცხოვრების ახლებურად გააზრების საკითხებზე იმსჯელეს. გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ორიენტირებული ადგილობრივი ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. კონფერენციის ფარგლებში გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიაზე 2022 წლის საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვეს.