უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გრძელდება, რეგიონების ხელმძღვანელები სარაკეტო იერიშების შესახებ წერენ.
რაც შეეხება დედაქალაქს, როგორც მერმა, ვიტალი კლიჩკომ დაწერა, კიევში უკვე სამი ჭურვია ჩამოვარდნილი, თუმცა, რაკეტების დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვის სისტემამ მოიგერია.
კერძოდ, კლიჩკოს თქმით, აფეთქებაა დნეპროპეტროვსკის რაიონში, დესნიანსკის რაიონში, ჰოლოსეევსკის რაიონში.
კლიჩკო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები აფეთქებების ადგილებისკენ მიემართებიან.
რაც შეეხება კიევის რეგიონს, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი კულებამ დაწერა, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა.
“ვრჩებით თავშესაფრებში. არაფერს ვუღებთ ფოტოს და არ ვავრცელებთ”, – დაწერა მან.